LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წიგნები შემსუბუქდება, ელექტრონული სახელმძღვანელოები შეიქმნება – ჯეჯელავა სიახლეებს აცნობს

93

სასკოლო სახელმძღვანელოები შინაარსობრივად გაუმჯობესდება, წიგნები იქნება მსუბუქი და დაიწყო მუშაობა ელექტრონული სახელმძღვანელოების შექმნაზეც, ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

„ორი უმნიშვნელოვანესი ცვლილება შეგვაქვს 2017 წლიდან სახელმძღვანელოების საკითხში. ახალი სახელმძღვანელოების მომზადების პროცესი რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. სხვა შინაარსობრივ გაუმჯობესებასთან ერთად იქნება უფრო მსუბუქი, გაყოფილი იქნება ნაწილებად, ვინაიდან მოგეხსენებათ, ჩანთის სიმძიმის პრობლემა ბევრი ოჯახის უკმაყოფილებას იწვევს. წიგნების ხარისხობრივ გადამუშავებასთან ერთად ვმუშაობთ ელექტრონული წიგნების შექმნაზე. რა თქმა უნდა, იქნება არჩევითი. ოჯახის მიერ იქნება არჩეული იხელმძღვანელებს თუ არა ელექტრონული სახელმძღვანელოთი. ვფიქრობთ, დროთა განმავლობაში ელექტრონული სახელმძღვანელოების მოხმარების რაოდენობა გაიზრდება და უფრო ინტენსიური გახდება”, – განაცხადა მინისტრმა, რომელმაც მთავრობის წევრებს,  დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებს განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები გააცნო.