LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წიგნის საახალწლო ფესტივალი იწყება

196
23-25 დეკემბერს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, (გუდიაშვილის ქ. N 7) თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ოფიციალურად 23 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიხსნება.
სამი დღის განმავლობაში წიგნის მოყვარულებს ფესტივალზე უამრავი სიახლე და სიურპრიზი ელოდებათ.სპეციალურად ფესტივალისთვის, საქართველოში არსებული გამომცემლობების უმრავლესობაუპრეცენდენტო ფასდაკლებით წარადგენს ახალ თუ ძველ გამოცემებს. მოაწყობს ახალი წიგნებისწარდგინებებს, შეხვედრებს ავტორებთან, გაიმართება საჯარო ლექციები და ტრადიციულად, გამომცემელთა ასოციაცია გამოავლენს ქართველი ავტორების 2016 წლის ბესტსელერებს. გარდა ამისა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ტრადიციულად იზრუნებს პატარა დამთვალიერებლებზე,რომელთაც ელოდებათ განახლებული საბავშვო კუთხე ახალი საახალწლო-გასართობი პროგრამით. თოვლის ბაბუა, ფიფქია, სახეზე ხატვა, თეატრალიზებული წარმოდგენები, შოუ-ვიქტორინა, ხელნაკეთი ნივთების შექმნა და სხვა უამრავი გასართობი ღონისძიება.
23 დეკემბერს, 17:30 საათზე თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი გამართავს იმ წიგნების პრეზენტაციას, რომლებიც ცენტრის მხარდაჭერით ბოლო პერიოდში გამოიცა.
ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურულიპროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას დასაახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას.
წიგნის საახალწლო ფესტივალი 23-25 დეკემბერს, ყოველდღე 11:00-დან 20:00 საათამდე  პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გელოდებათ.
ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.
ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები