LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წიკლაური მცირემასშტაბიანი ყრილობის ჩატარების შემთხვევაში, ბოიკოტის გამოცხადებას არ გამორიცხავს

72

ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მცირემასშტაბიანი ყრილობის შემთხვევაში ბოიკოტი გამორიცხული არ არის. პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ოფისში 16 საათზე დაიწყო.

”მე მხარს დავუჭერ იმ ვარიანტს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს შენარჩუნებას, თავმჯდომარის პოსტზე არანაირი კენჭისყრა არ უნდა იყოს და მიმაჩნია, რომ თუ ამგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მოემსახურება უპირველეს ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. ხელისუფლების მთავარი ამოცანა ბოლო 4 წლის განმავლობაში იყო მიხეილ სააკაშვილის დისტანცირება პარტიისგან, ეს მას არ გამოუვიდა ოთხი წლის განმავლობაში და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ჩვენი თანამებრძოლების მხრიდან მოახერხებს ამას. პოლიტსაბჭოს წინ უძღოდა რამდენიმე ათეულ პარტიულ ორგანიზაციაში ყრილობები და შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ პრაქტიკულად, ყველა პარტიული რეგიონული ორგანიზაცია მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის და მის მიერ ინიცირებულ ყრილობის ვარიანტს. ამიტომ, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ერთ მხარეს იქნება მთელი პარტიული ორგანიზაცია, მეორე მხარეს იქნება პოლიტსაბჭოს წევრთა გარკვეული ჯგუფი, რომელსაც ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე” არანაირი გავლენა არ ექნება. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დესტრუქციული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სამწუხაროდ, ძნელია პროგნოზირება მოვლენების სასიკეთოდ განვითარების”, – განაცხადა წიკლაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები