LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინ მე-6 ფინალია: რონალდოს მიღწევები სასწაულია

34

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთხელაც გავიდა. მიუნხენის „ბაიერნთან“ დაძაბული მატჩი საბოლოოდ მაინც მადრიდელთა სასარგებლოდ დასრულდა – 2:2.

კრიშტიანო რონალდო – თავისი სუპერმიღწევით: წინ მე-6 ფინალია. ორჯერ ის ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით თამაშობდა, 26 მაისს კიევში კი მეოთხედ გავა „რეალის“ ფორმით.

ლიგის 6 ფინალი არავის აქვს. სამაგიეროდ მეტი ფინალი სამი ლეგენდის ანგარიშზეა. ალფრედო დი სტეფანო – 7; ფრანსისკო ხენტო და პაოლო მალდინი – 8.

წინა ფინალებიდან რონალდომ მხოლოდ ერთი წააგო – 2009 წელს „იუნაიტედი“ „ბარსელონასთან“ დამარცხდა.

 

 

ლეო მესის ჩემპიონთა ლიგის 4 ფინალი აქვს და თან ყველა მოგებული. თუმცა, 2006 წლის ფინალში მონაწილეობა არ მიუღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები