LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წინ რეანიმობილი მომაკვდავი პაციენტით, უამრავი მცირეწლოვანი ბავშვი, ორსული ქალი” – რა ხდებოდა საცობში, თბილისისკენ მომავალ გზაზე

87

გუშინ, თბილისში შემოსასვლელ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებული იყო.

მოქალაქეები, რომლებიც გაუთვალისწინებლად, რამდენიმესაათიან და კილომეტრიან საცობში უძრავად იდგნენ, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, რადგან საცობის შესახებ წინასწარი ინფორმაცია მათთვის ცნობილი არ იყო.

ეკატერინე ნონიაშვილი, იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც საცობში მყოფებს ჰქონდათ. მისი თქმით, მათთან ერთად უძრავად იდგა რეანომობილი მომაკვდავი პაციენტით, ტურისტები, რომელთაც გაფრენამდე 3 საათი ჰქონდათ დარჩენილი, მცირეწლოვანი ბავშვი, ორსული ქალი და ა.შ.

“წუხელ ტელეფონი დამიჯდა, ცხელი ზონიდან რომ დამეპოსტა, კიდევ კარგი, თორემ ჩემ უარეს (უწმაწურ) მხარეს გაიცნობდით, ახლა ცოტა გადამიარა…. თქვე მამაცხონებულებო, თქვე არასწორებო, თქვენი დაგეგმილი, შეკეთებული და აშენებული რო არ გაიშვა, კვირა დღეს, მთელი რაიონი, სოფელი დედაქალაქისკენ რომ მოედინება (თავის გადასარჩენად), ასეთი კოშმარი როგორ უნდა მოუწყო ხალხს…

უძრავად თითქმის 3 საათი სადღაც ძეგვთან ვყმუოდით: მე და ჩემები რთველმოლეულნი სამშობლოდან, ჩემ წინ რეანიმობილი მომაკვდავი პაციენტით და უკან მისი ოჯახის წევრები, მათი უბედურების ფონზე რაღა მოსატანია, მაგრამ გვერდით რუსი ტურისტები ფრენამდე 3 საათი რომ ქონდათ დარჩენილი, უამრავი მცირეწლოვანი ბავშვი, ორსული ქალი, მშიერი, მწყურვალი, გახეთქვამდე მისული შარდის ბუშტი და ნერვებახეთქილი მამრი, (არც მდედრები ვაკლებდით მოკითხვებს)….

ჰოდა, გაგებით მოვეკიდებოდით თქვე ჩვენი ცოდვით სავსენო ქვეყნის აღმშენებლობას, ამბავი მაინც რომ მოგეწვდინათ, ერთი პატრული გამოგეგზავნათ მოტოთი (მანქანით გაწვალდებოდა), თავში, ბოლოში ბოდიში მოგეხადათ შექმნილი უხერხულობისთვის, მაგრამ თქვენც არ ელოდით ხო?…

ხოდა, დაუძახეთ პროფესიონალებს და ისწავლეთ აწი რისკების აწონ-დაწონვა მერე რომ არ გვახოცინოთ ერთმანეთი და არკვიოთ “ვინ დაიწყო ომი”…

არადა, 5 წუთი დააკლდა, გაისროდა ის თვითმარეგულირებელი ჯიპიანი ბიჭი და მოწმეებადაც არ ვივარგებდით არც ერთი… არ ვიცი, როგორ დამთავრდა პაციენტის ისტორია, კიდევ ბევრი ისტორია, ჩვენი ხელისუფალისთვის მხოლოდ სტატისტიკა რომაა….

და რამდენიცალი მანქანა ვიდექითო, რაო შსს-მ?….” – წერს ეკატერინე ნონიაშვილი.

პრობლემაზე წერდა გუშინ ეკა გიგაურიც. მისი თქმით, გზაზე პატრულიც არ იყო, და მანქანები მოპირდაპირე მხარესაც მოძრაობდნენ.

“ბულაჩაურიდან მოვდივარ სამი საათია საცობში ვარ გაჩერებული. დასავლეთის გზაზე როგორც ამბობენ კასპიდან იწყება საცობი. არც პატრული ჩანს გზაზე და ეს მანქანებიც უკვე ოთხ რიგად დაეწყო და მოპირდაპირე მხარესაც დაიწყეს მოძრაობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვხედეთ !” – წერს ეკა გიგაური.

 

თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის საავტომობილო გზის რამ­დე­ნი­მე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება ამ დრომდე პარალიზებულია.

მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა მცხე­თის ხიდ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ს უკავშირდება.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 25-ე კმ-ზე არ­სე­ბულ ხიდ­ზე, ხი­დე­ბის მოვ­ლა-შე­ნახ­ვის ფარ­გლებ­ში სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რის გა­მოც ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე ცალ­ხმრი­ვად შე­ზღუ­დუ­ლია.

მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი, 10-12 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დას­რულ­დე­ბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები