LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინა საახალწლო მარათონი: როგორ დავიკლოთ წონაში 5 კვირაში

330

როგორ შეხდებით ყველაზე ჯადოსნურ ღამეს – იდეალურ ფორმაში და კარგ განწყობაზე თუ მოწყენილი და კილოგრამებით დამძიმებული? სიტუაციის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება, რადგან წინ კიდევ ხუთი კვირაა.

დავიწყოთ სასიამოვნო ინფორმაციით: ექსპერტები ამტკიცებენ, 5 კვირა აბსოლუტურად საკმარისია წონაში დაკლებად, თუმცა, არსებობს რამდენიმე ”მაგრამ”, რომელთა გათვალისწინების გარეშე სასურველი შედეგის ლოდინი უბრალოდ უაზრობაა. მაშ ასე, რა უნდა გავაკეთოთ, რათა ახალ წელს იდეალურ ფორმაში შევხვდეთ?

  1. განვსაზღვროთ საკვები

კვება შეიძლება და აუცილებელიცაა, რადგან შიმშილის გრძნობა, ნებისმიერი დიეტის მტერია. თუმცა, ზოგიერთ პროდუქტზე უარის თქმა მაინც მოგიწევთ.

აკრძალულ ნუსხის 5 პროდუქტი:

* შაქარი

შაქარი საკუთარი რაციონიდან ნებისმიერი ფორმით უნდა ამოიღოთ. 5-კვირიანი მარათონის განმავლობაში შაქრის ერთადერთ წყაროდ მხოლოდ ხილი ან ხილის ჩირი შეიძლება დაიტოვოთ, ისიც ზომიერი რაოდენობით და მხოლოდ დღის პირველ ნახევარში.

* ზედმეტი მარილი

მცირე რაოდენობით მარილის მიღება აუცილებელია, თუმცა ბოსტნეულსა და ყველში, რომელსაც მიირთმევთ, მარილი ისედაც საკმარისადაა. ხორცი და თევზი ნატურალური სუნელებით მოამზადეთ და ლიმონის წვენით გაზავეთ. ასე თქვენი კერძი გემრიელიც იქნება და არც დამატებით დამარილება დასჭირდება. ”მარილს და შაქარს თითქმის ყველა პროდუქტი შეიცავს, რომელსაც ადამიანი ღებულობს”, – აღნიშნავენ დიეტოლოგები. ასე რომ, პროდუქტის შეძენისას ყურადღბით გაეცანით მის შემადგენლობას.

* ნებისმიერი გაზიანი სასმელი, მათ შორის შამპანურიც.

* სუპერმარკეტში შეძენილი სოუსები: მაიონეზი, კეტჩუპი და სხვა.

* ცომეული: პური, ფუნთუშა, ღვეზეზელი და ნამცხვარი. 

მიირთვით დღეში 4-5-ჯერ და აუცილებლად პატარა ულუფებით. შეგიძლიათ მიირთვათ უფრო ხშირად, თუმცა ნუ გაზრდით საკვების მოცულობას.

რა უნდა მიირთვათ:

ორგანიზმისმისთვის საჭირო ცხიმები უკეთესია მცენარეული ცხიმებით მიიღოთ. თუმცა, ნუ დაივიწყებთ მათ მაღალ კალორიულობას. მაგალითად, ზეითუნის ზეთის ენერგეტიკული ღირებულება ბევრად მაღალია, ვიდრე ნაღების კარაქის. თუმცა, ზეითუნის ზეთში არსებული ცხიმები სასარგებლო ცხიმების კატეგორიას მიეკუთვნება. კარგი იქნება თუ რაციონიდან საერთოდ ამოიღებთ ცხოველურ ცხიმებს, რადგან ყველაზე დიეტური ხორციც (ინდაურის ხორცი) კი, საკმაოდ დიდი რაოდენობით ცხიმებს შეიცავს.

ცილა – ორგანიზმის მთავარი ”სამშენებლო მასალაა”, რომლის ნორმა დღე-ღამეში სხეულის მასის თითოეულ კილოგრამზე 1,5-2 გრამს შეადგენს. ცილის შევსება ქათმის ან ინდაურის ფილეთი, თევზით, უცხიმო საქონლისა და ღორის ხორცით, რძის პროდუქტით და კვერცხით შეიძლება.

ნახშირწყლების შემცირება თავისუფლად შეიძლება ტკბილეულისა და ცომეულზე უარის თქმით. თუმცა, ბურღულეული და მთელმარცვლოვანი პური აუცილებლად უნდა იყოს თქვენს რაციონში დღის პირველ ნაწილში.

ვიტამინები და უჯრედისი – ბოსტნეული და მწვანილი რაციონის მთავარი შემადგენელი უნდა იყოს მათთვის, ვისაც წონაში უნდა დაკლება. რადგან ისინი არა მარტო უჯრედისის და ბოჭკოს წყაროა, არამედ მოცულობასაც მატებენ თქვენს პორციებს ზედმეტი კალორიების გარეშე. თუმცა, არ მოგივიდეთ ზედმეტი და ჭარბი ბოსტნეულით არ გაიღიზიანოთ კუჭის ლორწოვანი გარსი. აუცილებლად უნდა შეამციროთ ხილის მიღებაც, უკეთესია მიირთვათ ნაკლებად ტკბილი ხილი და ისიც მხოლოდ დღის პირველ ნახევარში.

წყალი – მიიღეთ ბევრი სითხე, თუმცა არ მოგივიდეთ ზედმეტი. წყალი თავისუფლად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მწვანე ჩაით, ნაკლებად მიირთვით შავი ჩაი და აბსოლუტურად ამოიღეთ რაციონიდან ყავა.

  1. სრულფასოვანი ძილი

სრულფასოვანი ძილი მინიმუმ რვასაათიან ძილს ნიშნავს. გარდა ამისა, აუცილებელია გამოიძინოთ ღამე და არა დღისით, ღამის საათების კომპენსირების იმედით. წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლში მოიმატებს კორტიზოლის დონე, რაც თავის მხრივ ტკბილისა და ცხიმიანი საკვების მოთხოვნილებას გამოიწვევს.

  1. ფიზიკური დატვირთვა

ფიზიკურ აქტიურობას ვერცერთი დიეტა ვერ ჩაანაცვლებს. ასე რომ, თუ წონის დაკლებას მხოლოდ კვების რაციონის შემცირებით შეეცდებით, საკმაოდ დიდი რისკია, რომ ეს არა ქოლისტერინის, არამედ კუნთოვანი მასის შემცირების ხარჯზე მოხდეს. მნიშვნელობა არ აქვს სპორტის რომელი სახეობით დაინტერესდებით, მთავარია ივარჯიშოთ რეგულარულად და მოარგოთ ფიზიკური დატვირთვა თქვენს კვების რაციონსა და ცხოვრების წესს. რეკომენდებულ ვარჯიშებს შორისაა იოგა და კარდიოვარჯიშები. ზამთრის მოახლოებასთან ერთად კი, თავისუფლად შეგიძლიათ ისრიალოთ თხილამურებით და ციგურებით. იმ შემთხვევაში თუ თქვენი წონა 90 კილოგრამს აღემატება, უკეთესია, ჯერ 5-7 კგ. ფიზიკური ვარჯიშებით დაიკლოთ და მხოლოდ მერე დაიწყოთ დიეტის დაცვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები