LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ, კონკურენტუნარიან პირობებში მიმდინარეობს – არჩილ თალაკვაძე

41

„წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ, კონკურენტუნარიან პირობებში მიმდინარეობს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს ეხება.

თალაკვაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს აქვს შესაძლებლობა, დაგეგმოს, ჩაატაროს შეხვედრები, ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას და მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ დებატებში.

“ყურადღებით გავეცანით ანგარიშს. თუ შეკითხვა მდგომარეობს იმაში, რატომ ფუნქციონირებს ჯანდაცვის სერვისები და პროგრამები, რატომ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რატომ მიდის სწრაფი ტემპებით სივრცითი მოწყობის პროცესები და ის პროექტები, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს დავაანონსეთ, ვფიქრობ, აქ პასუხი ერთადერთია – ჩვენი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება იყო სწრაფი განვითარება, შესაბამისად, ჩვენ მმართველობის ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ სამედიცინო მომსახურების პროგრამებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ვმუშაობთ საინვესტიციო მიმართულებით,“ – აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

რაც შეეხება სოციალურ ქსელებში კახა კალაძის წინააღმდეგ გაკეთებულ ასეულობით ყალბ, ე.წ. ფეიკ-გვერდს, არჩილ თალაკვაძემ მხარდამჭერებს და სოციალური ქსელების მომხმარებლებს თხოვნით მიმართა, ისარგებლონ მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატის ავტორიზებული გვერდით.

ISFED-მა წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველ შუალედურ ანაგრიში დღეს გამოაქვეყნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები