LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ფარული ჩანაწერების გავრცელების მიზანია, შეიქმნას დაძაბული პოლიტიკური გარემო – ეკა ბესელია

86

“ფარული ჩანაწერებით დაუსრულებელი ომი პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია – ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს და ეს უნდა დასრულდეს,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა. ბესელიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დანაშაულია კერძო კომუნიკაციის წესის დარღვევა.

მისი თქმით, ვიდრე არ ექნება პასუხი გავრცელებული ჩანაწერების ნამდვილობასა და კანონიერებაზე, შინაარსის შეფასებას არ გააკეთებს.

„აღარ ვაპირებ ფარული ჩანაწერების ომზე კომენტარები ვაკეთო. ყველა კარგად ხედავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როცა არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა, ამ ყველაფერს ერთი მიზანი აქვს – შეიქმნას დაძაბული პოლიტიკური გარემო და არასასურველი კლიმატი არჩევნების წინ. ამ ქვეყანაში არსებობს კანონი, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ – ყველაფერი გამოძიებული, გამოქვეყნებული და გამაგრებული უნდა იყოს კანონის მიხედვით,“ – განუცხადა ჟურნალისტებს ბესელიამ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებული ბოლო ჩანაწერის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები