LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასაარჩევნო პერიოდი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა – არასამთავრობო სექტორი

8

წინასაარჩევნო პერიოდი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“, “ საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაშია ნათქვამი.

„წინასაარჩევნო პერიოდი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და პოლიტიკური პარტიების აქტივობა შესამჩნევი იყო. განსაკუთრებულად აქტიური წინასაარჩევნო კამპანია თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამოიკვეთა. დედაქალაქის მერობის ძირითადი კანდიდატები საზოგადოებისთვის ოფიციალური საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე იყო ცნობილი და მათი კამპანია შედარებით ხანგრძლივ პერიოდს მოიცავდა,“  – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

გარად ამისა, არასამთავრობო სექტორი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ  მთელი ქვეყნის მასშტაბით, აშკარა იყო მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობა, რაც პარტიების შემოწირულობებისა და წინასაარჩევნო ხარჯვის მხრივ არსებულ საგრძნობ დისბალანსშიც გამოიკვეთა.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივ ინციდენტებს მასიური სახე არ ჰქონია, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვნად იმატა ზეწოლა-მუქარის შემთხვევებმა. კვლავ პრობლემურად რჩება მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ტენდენცია,“ – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები