LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასწარი მონაცემებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა

118

წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის I კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობამ 984.1 ათასი სული შეადგინა და 2017 წლის I კვარტალთან შედარებით 5.0 პროცენტით შემცირდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამურმა რაოდენობამ 473.2 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.0 პროცენტით ნაკლებია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.2 პროცენტით გაიზარდა და 1.3 მლნ. სულს მიაღწია. ღორების რაოდენობა 177.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 10.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ფრინველის რაოდენობამ 8.4 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 2.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქსტატის წინასწარი მონაცემებითვე, 2018 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 98.3 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.4 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 15.0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.5 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 161.7 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10.2 პროცენტით აღემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები