LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასწარი მონაცემებით თბილისის საკრებულოს 25-ვე მაჟორიტარულ მანდატს „ქართული ოცნება“ მიიღებს

59

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოს 25-ვე მაჟორიტარულ მანდატს „ქართული ოცნება“ მიიღებს. რაც შეეხება რეგიონებს

საქართველოს მასშტაბით 63-ვე ოლქში, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ცესკოს მიერ 3644 უბნიდან ამ დროისთვის გამოქვეყნებული 2268 უბნის მონაცემებით, თითქმის ყველა ოლქში მმართველი პარტიის მხარდაჭერა 50 %-ზე მაღალია.

ცესკო-ს მონაცემები თბილისის მაჟორიტარული ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება:

მთაწმინდა #01.01 – ჯაბა ჯიშკარიანი (56,45 %), ვაკის #02.02 მაჟორიტარული ოლქი – გიორგი მუსხელიშვილი (59,54%), ვაკის #02.03 მაჟორიტარული ოლქი – გიორგი ბირბიჩაძე (52,63%), საბურთალოს #03.04 მაჟორიტარული ოლქი – ავთანდილ ცინცაძე (55,11%), საბურთალოს #03.05 მაჟორიტარული ოლქი – დავით უთმელიძე (50.06%), საბურთალოს #03.06 მაჟორიტარული ოლქი – ვახტანგ შაქარაშვილი (57.29%), კრწანისი #04.07 – თემურ გორგაძე (59,65%), ისნის #05.08 მაჟორიტარული ოლქი – ილია ჯიშკარიანი (54,82%), ისნის #05.09 მაჟორიტარული ოლქი – ნინო ლაცაბიძე (58,24%), ისნის #05.10 მაჟორიტარული ოლქი – ლევან დავითაშვილი (55,87%), სამგორის #06.11 მაჟორიტარული ოლქი – რევაზ სოხაძე (54.19%), სამგორის #06.12 მაჟორიტარული ოლქი – გიორგი დოხტურიშვილი (57.95%), სამგორის #06.13 მაჟორიტარული ოლქი – გიორგი ტყემალაძე (52.26%), სამგორის #06.14 მაჟორიტარული ოლქი – ქეთევან მამულაშვილი (46,6%), ჩუღურეთი #07.15 – რამინა ბერაძე (58.28%), დიდუბის #08.16 მაჟორიტარული ოლქი – ვლადიმერ ძნელაძე (53.3%), დიდუბის #08.17 მაჟორიტარული ოლქი – თარაშ შურღაია (62.45%), ნაძალადევის #09.18 მაჟორიტარული ოლქი – დავით ჭელიძე (55.03%), ნაძალადევის #09.19 მაჟორიტარული ოლქი – მიხეილ ამაშუკელი (56.96%), ნაძალადევის #09.20 მაჟორიტარული ოლქი – ალექსანდრე ხუჯაძე (56.98%), ნაძალადევის #09.21 მაჟორიტარული ოლქი – თამარ ტალიაშვილი (44.73%), გლდანის #10.22 მაჟორიტარული ოლქი – შალვა ოგბაიძე (51.42%), გლდანის #10.23 მაჟორიტარული ოლქი – გულია გოცირიძე (47.94%), გლდანის #10.24 მაჟორიტარული ოლქი – ოთარ გრიგოლია (50,47%), გლდანის #10.25 მაჟორიტარული ოლქი – ქეთევან ჯოხაძე (52.68%).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები