LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასწარი მონაცემებით ყიზილაჯლოში დაჭრილმა ჯეიჰუნ ჩობდაროვმა არჩევნებში გაიმარჯვა

54

სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილმა ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯეიჰუნ ჩობდაროვმა არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, – ამის შესახებ  მარნეულში ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, თემურ აბაზოვმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, წინასწარი მონაცემების საფუძველზე , ჯეიჰან ჩობდაროვმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. თემურ აბაზოვოის თქმით ჩობდაროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა – სტაბილური.

წინასწარი მონაცემებით, ჩვენ გადავლახეთ ბარიერი. შესაბამისად, მე გავხდი მარნეულის მერი. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე ჯეიჰუნ ჩობდაროვს, რომელიც მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და რამდენიმე დღის წინ დაჭრეს ყიზილაჯლოში, მან არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა”, – განაცხადა თემურ აბაზოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები