LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Winter in Georgia -საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლი Euronews-ზე

116

Euronews-ის ეთერით საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება დაიწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზამთრის ტურისტული კამპანიის ფარგლებში კლიპი Euronews-ის მრავალმილიონიან აუდიტორიას საქართველოს ზამთრის კურორტებს, ტურისტულ ადგილებს და ქვეყნის კულტურას აცნობს.

სარეკლამო კამპანია Euronews-ზე 27 ნოემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.

Winter in Georgia -ის ვიდეორგოლის გარდა Euronews  „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“-ს შესახებ  სპეციალურ რეპორტაჟს და თბილისის ტურს ამზადებს, ასევე თბილისის ტურს მიეძღვნება ვიდეორგოლიც, რომელიც წამყვანი ევროპული ტელევიზიის ეთერით  გადაიცემა.

Euronews-ს 400 მილიონზე მეტი მაყურებელი  ჰყავს, მაუწყებლობს 14 ენაზე 155 ქვეყანაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2017-18 წლების ზამთრის კამპანიას 19 ქვეყანაში ატარებს:  გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ისრაელი ქუვეითი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.

https://www.youtube.com/watch?v=ThMJjXkz5cs

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები