LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სამედიცინო ინსტრუმენტები აღმოაჩინეს

56

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სამედიცინო ინსტრუმენტები აღმოაჩინეს – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან.

უწყების ცნობით, 28 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სამგზავრო ავტობუსის დათვალიერებისას, არადეკლარირებული მეორადი სამედიცინო ინსტრუმენტები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11,162.25 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 11,162.25 ლარის ოდენობით შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები