LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელი და შავი: რიზ უიზერსფუნის ვალენტინობის ლუქი (ფოტო)

285

რიზ უიზერსფუნი ჰოლივუდის ყველაზე გემოვნებიან მსახიობთა სიას ლიდერობს. ის ცდილობს ნებისმიერ სიტუაციაში გამორჩეულად გამოიყურებოდს. ამჯერად 41 წლის ოსკაროსანი მსახიობი ფოტოგრაფებმა კალიფორნიაში გადაიღეს, როცა უიზერსფუნმა შვილები სკოლაში დატოვა და აქტიურ სამუშაო გრაფიკს დაუბრუნდა. ვალენტინობას მსახიობმა არჩევანი წითელი და შავი ფერის კომბინეციაზე გააკეთა. მას შავი როლინგი წითელ მაქმანებიან ბოლოკაბასთან ჰქონდა შეხამებული. ანსაბლს შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მკვეთრი მაკიაჟი ასრულებდა.

მოგვიანებით რიზ უიზერსფუნმა სოციალურ ქსელში მომხმარებელს ვალენტინობა მიულოცა და მისალოცი ქარდების ფოტოებიც გამოაქვეყნა, რომლითაც საკუთარი ბრენდის  კოლექციას გაუწია რეკლამირება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები