LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელი შარვალი, პიჯაკი გულის ფორმით და თვლებიანი სათვალე: ელტონ ჯონი ლონდონის მარკეტში (ფოტო)

709

მანამ, სანამ ელტონ ჯონი „ბლექსი არენაზე“ 30 ივნისსა და 1 ივლისს გრანდიოზულ კონცერტებს გამართავს, მომღერალი ბოლო საგასტროლო შოუებს ასრულებს. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ლეგენდარული ბრიტანელი მომღერალი მაინც ახერხებს დროის ოჯახთან ერთად გატარებას. ამჯერად პაპარაცებმა 71 წლის ლეგენდა ლონდონის ერთ-ერთ მარკეტთან ღამით დააფიქსირეს, სადაც ის მეუღლესთან, დევიდ ფურნიშთან ერთად შედიოდა. როგორც ჩანს, მეუღლეები კონცერტის შემდეგ მარკეტში შევიდნენ და ტერიტორია მალევე დატოვეს.

ელტონ ჯონი წითელი ფერის ატლასის შარვალსა და მაისურში იყო წარმოდგენილი, ლურჯ პიჯაზე კი მომღერალს წითელი ფერის გული ჰქონდა ამოქარგული, ანსაბლს კი თეთრი ფერი გულსაბამი  და თვლებით გაფორმებული სათვალე ასრულებდა. კლასიკურ პიჯაკსა და შარვალში იყო გამოწყობილი დევიდ ფურნიშიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები