LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წითელი ვაშლები” კლერმონ ფერანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას

54

ქართველი რეჟისორის, გიორგი სიხარულიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “წითელი ვაშლები” კლერმონ ფერანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას.

ფილმი ფესტივალის საერთაშორისო კონკურსშია წარდგენილი.

სულ ცოტა ხნის წინ ფილმის “წითელი ვაშლები” მსოფლიო პრემიერა წარმატებით შედგა ტორონტოს A კლასის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც იგი მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში იღებდა მონაწილეობას.

კლერმონ ფერანის კინოფესტივალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წამყვანი ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 100 000 მაყურებელი ესწრება.

ფესტივალი 3-11 თებერვალს ჩატარდება.

gnfc.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები