LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელი წიწაკა, მშრალი აჯიკა…რომელ სუნელებში აღმოჩნდა რკინის დაშვებულზე მაღალი შემცველობა

239

ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა მხოლოდ რამდენიმე სუნელში გამოვლინდა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  ტყვიის შემცველობაზე კვლევისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით სარეალიზაციო ობიქტებიდან   სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში აიღეს და აკრედიტირებულ ლაბორატორიაში  – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში  გადააგზავნეს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე გამოკვლეულია ყველა -75-ივე ნიმუში, საიდანაც დარღვევა  4  შემთხვევაში    გამოვლინდა.

„მოქმედი კანონმდებლობით, ტყვიის შემცველობა სანელებლებში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს კილოგრამში. ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღინიშნა შემდეგ სუნელ-სანელებლებში: წითელი წიწაკა-7,06მგ/კგ (.ბადრი ჯახია“); მშრალი აჯიკა-6,38მგ/კგ (..“ელგუჯა ჯახაია“); მშრალი აჯიკა-5,96მგ/კგ (..“გიგა შარანგია“); სუნელი-5,60მგ/კგ (..“მადონა თოდუა“). კომპანიების ჩამონათვალი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 75-ე ნიმუშის გამოკვლევისთანავე გაასაჯაროვა. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ გატარდა  კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. პროდუქცია ამოღებულია ბაზრიდან და მისი განადგურება ყველა საჭირო პროცედურის შემდეგ მოხდება და გამოვლენილ დარღვევაზე დეტალური  ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას,“ – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

უწყების  მიერ ჩატარებული ღონისძიებების და ლაბორატორიული კვლევის შედეგების  შესახებ ეცნობება ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს.

აგრეთვე ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს საკონსულოს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

პოპულალურები