LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა

120

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (საგურამოს კვანძთან) წიწამურის ხიდზე მიმდინარე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა.

შეგახსენებთ რომ 21 სექტემბრიდან, ამ ხიდზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ერთ სამოძრაო ზოლზე ხორციელდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები