LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air 2017 წელს აჯამებს – 102%-იანი ზრდა საქართველოს რეისებზე

84

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air 2017 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ კომპანია გასული წლის განმავლობაში მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა, მნიშვნელოვნად გააფართოვა საქმიანობის არეალი, განახორციელა ახალი თვითმფრინავების ყველაზე დიდი შეკვეთა, საფუძველი ჩაუყარა სასწავლო სქემას პილოტობის მსურველთათვის და მომხმარებლებს სხვა მრავალი სიახლე შესთავაზა.

2017 წელს განხორციელებული დაბალბიუჯეტიანი რეისებით Wizz Air 28 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მონაცემს 24%-ით აღემატება.

Wizz Air-ის ანგარიშში ვრცლად არის საუბარი საქართველოზეც. 2017 წელს, ავიაკომპანიამ საქართველოს რეისებზე 310,000-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რაც წელიწადში 102%-იან ზრდაზე მიუთითებს.  კომპანიამ ხელი შეუწყო ავიაციისა და ტურიზმის სფეროში ადგილობრივი სამუშაო ბაზრის სტიმულირებას და ინდუსტრიაში დაახლოებით 250 დამატებითი ირიბი სამუშაო ადგილის შექმნა განაპირობა. Wizz Air კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ჩართულობას ქვეყნის განვითარებაში და 2018 წლის მაისიდან ქუთაისის აეროპორტში მეორე თვითმფრინავს ამატებს. ამავე წლიდან კომპანია იწყებს ფრენებს ქუთაისიდან ევროპის ისეთი ქალაქების მიმართულებით, როგორიცაა ათენი, ბარსელონა, პარიზი, პრაღა, რომი და ვენა.

 „2017 წელი Wizz Air-ის მასიური გაფართოების წელი იყო. შედეგად ბიზნესის ყველა ასპექტში  მნიშვნელოვანი განვითარება მივიღეთ.  აღნიშნულმა Wizz Air აქცია ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ავიაკომპანიად, რაც მომავალი ათწლეულების განმავლობაში მუდმივი წინსვლის საწინდარია“, – აცხადებს Wizz Air-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯოზეფ ვარადი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები