LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

WIZZ AIR ბილეთის დაჯავშნის სისტემას ამარტივებს

293

ავიაკომპანია “ვიზეარმა” მომხმარებლებისთვის ახალი სერვისი – “მოქნილი სამოგზაურო პარტნიორი”  (Flexible travel partner) გაუშვა, რომელიც ბილეთების დაჯავშნასა და მოგზაურობას ბევრად უფრო კომფორტულს ხდის.

სერვისის შეძენის შემთხვევაში, ერთ მომხმარებელს საშუალება აქვს, 9 ბილეთი შეიძინოს ისე, რომ ყველა მგზავრის შესახებ ინფორმაცია არ მიუთითოს.

დაჯავშნილ ბილეთებზე ნებისმიერი სახელისა და გვარის მითითება, ონლაინ ჩექინის გავლამდეა შესაძლებელი.

სერვისით სარგებლობა უკვე შეუძლია ქართველ მომხმარებელსაც. რაც შეეხება საფასურს, ერთ უსახელო მგზავრზე დამატებით 10 ევროს გადახდაა საჭირო.

“ჩვენი ახალი, ინოვაციური სერვისი, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ბოლო წუთებში აირჩიონ ვინ იქნება მათი მეგზური და ამისთვის არ გადახადონ დიდი თანხა. ეს სერვისი განსაკუთრებულად გაახარებთ იმ მომხმარებლებს, რომლებიც დიდი ხნით ადრე იძენენ იაფ ბილეთებს, გეგმავენ მოგზაურობას, თუმცა არ იციან ვინ იქნებიან მათი მეგზურები”, – ნათქვამია ვიზეარის განცხადებაში.

სერვისის შესახებ, დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ვიზეარის გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები