LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air-ი ახალ მიმართულებას ამატებს

234

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ახალ მიმართულებას ამატებს. როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, ამიერიდან Wizz Air-ის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მაროკოს, კერძოდ კი მარაქეშის მიმართულება.

“Wizz Air ზამთრის სეზონზე დასვენებისთვის, მარაქეშის მიმართულებით ორ ახალ რეისს ვარშავიდან (პოლონეთი) და ვილნიუსიდან (ლიეტუვა) 2018 წლის ოქტომბრიდან დაიწყებს. ფრენები კვირაში ორჯერ განხორციელდება. მგზავრობა 29,99 ევროდან იქნება შესაძლებელი. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია wizzair.com-ზე, ან WIZZ-ის მობილური აპლიკაციით”, – ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები