LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air-ის ბილეთები 20%-ით გაიაფდა

57

Wizz Air-ი მომხმარებელს სპეციალურ აქციას სთავაზობს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ყველა ფრენასა და მიმართულებაზე მხოლოდ ერთი დღით, დღეს – 21 ნოემბერს 20%-იან ფასდაკლების აქციას აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

შეგახსენებთ, დღეს ავიაკომპანია “ვიზეარის” რეისი, რომელიც დორტმუნდიდან ქუთაისის აეროპორტში უნდა დამჯდარიყო 00:35 სთ-ზე, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შესრულდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, რამდენიმე ცდის მიუხედავად, ძლიერი ქარის გამო შეუძლებელი გახდა თვითმფრინავის დასმა აღნიშნულ აეროპორტში.

ამასთან, დღესვე ბერლინის მიმართულებით, ავიაკომპანია “ვიზეარის” ავიარეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდა. მგზავრების გადაყვანა ქუთაისიდან თბილისამდე შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” უზრუნველყო.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 მიმართულებით დაფრინავს. ამას გარდა Wizz Air მგზავრებს 70 სხვადასხვა მიმართულებას სთავაზობს ბუდაპეშტის, კატოვიცეს, სოფიას, ვილნიუსის და ვარშავას ბაზებიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები