LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air-ის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

707

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავს ისევ პრობლემა შეექმნა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, დორტმუნდის მიმართულებით მოძრავი „ვიზეარის“ თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა.

მგზავრების ნაწილი აცხადებს, რომ ავარიულად დაშვების მიზეზი მუხრუჭების გაუმართაობა გახდა, ნაწილის თქმით კი, თვითმფრინავს სიჩქარის მაჩვენებელთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, 28 ივნისს ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის შესრულების დროსაც დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც რეისი გაუქმდა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, მგზავრებს ბილეთების მომდევნო რეისებზე გადასაცვლელად, ან თანხის უკან დასაბრუნებლად შეუძლიათ მიმართონ საინფორმაციო სამსახურს ადგილზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები