LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air მემინგენის აეროპორტში დარჩენილ მგზავრებს ხარჯებს აუნაზღაურებს

107

ავიაკომპანია Wizz Air მემინგენის აეროპორტში დარჩენილ მგზავრებს ხარჯებს აუნაზღაურებს.  საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია ჰქონდა ავიაკომპანიასთან, სადაც განმარტეს, რომ მგზავრებს ფრენასთან დაკავშირებულ ყველანაირ ხარჯს აუნაზღაურებენ.

როგორც ”ფორტუნას” აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ქეთი ალექსიძემ განუცხადა, დღეს Wizz Air ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს, სადაც დეტალურად იქნება ახსნილი, თუ რა ხარჯები აუნაზღაურდებათ მემინგენის აეროპორტში დარჩენილ მგზავრებს. ”ველოდებით ოფიციალურ განცხადებას, რომელსაც ავიაკომპანია, სავარაუდოდ, დღესვე გაავრცელებს. უკვე ამ განცხადებიდან შევიტყობთ დეტალებს”, – აღნიშნა ალექსიძემ.

არსებული ინფორმაციით, ავიაკომპანიამ მგზავრებს ხარჯების ანაზღაურებასთან ერთად, ბილეთის გადაცვლაც შესთავაზა.

შეგახსენებთ, მემინგენი – ქუთაისის ავიარეისი რომელიც წუხელ უნდა შესრულებულიყო, საბოლოოდ გაუქმდა. როგორც ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში განაცხადეს, რეისის გაუქმების მიზეზი უამინდობა იყო. ქუთაისი – მემინგენის რეისი, რომელიც გუშინ წინ ქუთაისიდან გაფრინდა, მემინგენში არსებული ძლიერი ელჭექის გამო, მიუნხენში დაფრინდა. ასევე, ელჭექის გამო გაუქმდა ქუთაისის მიმართულებით ფრენაც.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები