LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizzair ქართულ ბაზარზე პირველობისთვის იბრძვის

120

Wizzair გეგმავს, რომ ორი წლის შემდეგ ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიცია დაიკავოს. ამის შესახებ ავიაკომპანიის პრეზიდენტმა ჯოზეფ ვარადიმ განაცხადა.

არსებული მონაცემებით, wizzair საქართველოს მთლიანი ავიაბაზრის 40%–ს იკავებს, ხოლო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებში ლიდერია.

დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს შორის ვიზეარის კონკურენტი flydubai–ია რომელსაც ქართული ავიაბაზრის 35 % უჭირავს.

“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ბაზარზე გაფართოებისთვის. ბაზირების დაწყებიდან მხოლოდ 6 თვეში ვიზეარს შესანიშნავი შედეგი და მგზავრთნაკადი ჰქონდა, ეს შედეგი მუდმივად უმჯობესდება – 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, კი მგზავრთნაკადი გასამმაგებულია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და მგზავრებს კიდევ უფრო მეტ, ახალ და საინტერესო ავიამიმართულებას შევთავაზებთ, რითაც ქვეყნის ეკონომიკურ და ბიზნეს განვითარებას შევუწყობთ ხელს”, – აღნიშნა ჯოზეფ ვარადიმ.

ავიაკომპანიის პრეზიდენტი თვლის, რომ მუდმივად მზარდი მგზავრთნაკადი, კომპანიის გამართული ბიზნეს გეგმის დამსახურებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები