LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizzair ქუთაისიდან კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს

90

ავიაკომპანია Wizzair ქუთაისიდან ახალი მიმართულების შესახებ აანონსებს. ავიაკომპანია ფრენებს საბერძნეთის დედაქალაქ ათენის მიმართულებით შეასრულებს.

ახალი მიმართულებით ფრენები 2018 წლის 17 მაისიდან, მთელი წლის განმავლობაში, კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას განხორციელდება.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბილეთის საწყისი ფასი 19.99 ევროდან იწყება, თუმცა საიტზე ამ დროისთვის არსებული ბილეთების ფასი 53,99 ევროდან იწყება.

ამ დრომდე wizzair საბერძნეთში ფრენებს მხოლოდ სალონიკის მიმართულებით ასრულებდა.

“ათენი შესანიშნავი ადგილია, როგორც  გრძელვადიანი დასვენებისთვის, ასევე კვირის ბოლოს ხანმოკლე განტვირთვისთვის. იგი ვიზიტორებს  სთავაზობს გასართობი და სანახაობრივი აქტივობების ფართო არჩევანს. ევროპის ეს შესანიშნავი ისტორიული დედაქალაქი ცნობილია თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. ამავდროულად, ის გამოირჩევა თანამედროვე  ქალაქისთვის დამახასიათებელი რიტმით, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იზიდავს ტურისტებს”, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ცოტა ხნის წინ, ავიაკომპანიამ ქუთაისიდან ოთხი მიმართულება დაამატა: რომის, პარიზის, ბარსელონას და პრაღას მიმართულებითაც, ავიაკომპანია ფრენებს გაზაფხულიდან შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები