LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლამდე ბავშვები მშობლებმა საკუთარ ოთახში უნდა დააძინონ – ამერიკელი პედიატრების რჩევა

139

ამერიკელი ექიმები მოუწოდებენ მშობლებს, წლამდე ბავშვები საკუთარ ოთახში დააძინონ.

ამერიკის პედიატრთა აკადემიის სტატისტიკით, წელიწადში 3 ათასამდე ჩვილი მოულოდნელად იღუპება. ექიმები ამტკიცებენ, რომ წლამდე ბავშვები აუცილებლად მშობლების ოთახში უნდა იწვნენ, დედისა და მამის მუდმივი ყურადღების ქვეშ, თუმცა – არა მათ საწოლში.

აკადემიის ექსპერტები აძლევენ რეკომენდაციას მშობლებს, ბავშვი დააწვინონ საბავშვო საწოლში, მაგარ მატრასზე. საწოლში არ უნდა იყოს დიდი გადასაფარებლები და რბილი სათამაშოები, უმჯობესია, მოერიდოთ ლოგინის ე.წ. „გამოსაკრავებს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები