LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის დასაწყისში ბაღები გადატვირთულია, შემდეგ ბავშვების ნაწილი აღარ დადის და განიტვირთება – დავით ნარმანია

29

თბილისის მერი დავით ნარმანია საბავშვო ბაღებში ჯგუფების გადატვირთულობის პრობლემაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ბავშვები ბაღში აღარ დადიან და იმედოვნებს, რომ წელსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდება.

“ორი ბაღი ოქტომბრის დასაწყისში იხსნება და 13 ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ განიტვირთება საბავშვო ბაღები. ყოველთვის პირველი ორი-სამი კვირა ასეა, გადატვირთულია. შემდეგ რაღაც ნაწილი ბავშვების არ დადის და აქედან გამომდინარე, ჯგუფებში უფრო თავისუფალი მდგომარეობაა. ვფიქრობთ, რომ წელსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდება,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები