LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის გოლი უკვე გავიდა: სასწაული მაკრატელა ზლატანის სტილში (ვიდეო)

103

ესპანეთის მესამე დივიზიონის ფეხბურთელმა მაკრატელათი ისეთი გოლი გაიტანა იბრაჰიმოვიჩსაც რომ შეშურდებოდა.

ხავი გომესის გოლი საუკეთესოა და მისთვის წინსწრებით შეიძლება პუშკაშის პრემიის მინიჭება.

გენიალური გოლი 30 მეტრიდან ”სოკუელიამოსის” თავდამსხმელმა ”ტოლედოს” კარში ჩასვა. ეს მატჩის ერთადერთი გოლი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, პუშკაშის პრემიას დეკემბერში ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო გოლის ავტორს აძლევენ. 2013 წელს მსგავსი გოლისთვის ჯილდო ზლატანს მისცეს, როდესაც შვედმა ინგლისის ნაკრებს არნახული ბურთი შეუგდო.

 

 

https://www.youtube.com/watch?v=E9gyWk8XEeQ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები