LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წლის ინოვაციური ბიზნესის“ პრეზენტაცია გაიმართა

58

„თიბისი ბანკისა” და „ჯეოსელის” ერთობლივი პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2017-ის“ ფარგლებში, აბასთუმანში, ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე, „ჯეოსელმა” ნომინაციის „წლის ინოვაციური ბიზნესი“ პრეზენტაცია გამართა.  პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული კომპანიები წარუდგინეს.

როგორც ”ფორტუნას” ბიზნესდაჯილდოების ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიების მთავარი მიზანი იყო, თბილისს გარეთ, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სამეცნიერო კვლევების და აღმოჩენების ადგილას იმ წამოწყებებისა და გამოგონებების თავმოყრა, რომლებიც ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

”ნომინაცია „წლის ინოვაციური ბიზნესი“  გულისხმობს როგორც ტექნოლოგიურ, ასევე ბიზნეს პროცესების ინოვაციურ მიდგომას. ამიტომ, წარმოდგენილი კომპანიები გამოირჩევიან თემების მრავალფეროვნებით. აბასთუმნის პრეზენტაციზე ყველა მონაწილე კომპანიას მიეცა საშუალება, წარედგინა თავისი ბიზნესი,  გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის გამოცდილება და  გაეცნოთ საზოგადოებისთვის თავიანთი მიღწევები და გეგმები.

პრეზენტაციის დასაწყისში ბიზნესდაჯილდოების პროექტისა და კერძოდ, ნომინაციის: „წლის ინოვაციური ბიზნესის“ შესახებ ისაუბრეს ჯეოსელის ბიზნეს მიმართულების დირექტორმა, მალხაზ ჟორჟიკაშვილმა და თიბისი ბანკის  გენერალური დირექტორის მოადგილემ  ნიკა ქურდიანმა”, – აღნიშნეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

შეგახსენებთ, ბიზნესდაჯილდოებას თიბისი ბანკი და ჯეოსელი წარმოგიდგენთ, პროექტის  მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში  ახალი ბიზნესების შექმნას  და  მხარი დაუჭიროს არსებული ბიზნესების განვითარებას. დაჯილდოების მთავარი სლოგანია #გააზიარეწარმატება. ორგანიზატორები პროექტში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევენ, თავიანთი წარმატების ისტორიები  სოციალური ქსელების და მედიის მეშვეობით მთელ  საქართველოს გაუზიარონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები