LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის საუკეთესო ფილმები ქალი რეჟისორებისგან

„მარია – შოტლანდიის დედოფალი“ (Mary Queen of Scots) – ელიზაბეტ პირველისა და მარია სტიუარტის რთული ურთიერთობის ეკრანიზაციას ამჯერად ახალგაზრდა ბრიტანელმა რეჟისორმა ჯოზი რურკმა მოკიდა ხელი, რომელმაც მთავარი როლები ახალგაზრდა თაობის ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულ მსახიობებს მარგო რობის და სირშუ რონანს შესთავაზა.

„ბნელი ანარეკლი“ (The Darkest Minds) – ალექსანდრა ბრაკენის ამავე სახელწოდების ფანტასტიკური ისტორია მაყურებელს ბანაკში თავშეყრილ, ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოვებულ ბავშვებზე მოუთხრობს. რომანის ეკრანიზება ჯენიფერ იუმ ითავა, რომელმაც მულტფილმის „პანდა კუნგ-ფუს“ ბოლო სერიების შექმნით გაითქვა სახელი. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2018 წლის სექტემბერში შედგება.

„დროის ტეხილი“ (A Wrinkle in Time) – პატარა გოგონას მეგ მურის მორიგ ფანტასტიკურ, თუმცა ამჯერად, ბევრად პოზიტიურ ისტორიას ავა დიუვერნეი შესთავაზებს მაყურებელს, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა კინემატოგრაფიაში, თუმცა უკვე გახდა „სანდენსის“ კინოფესტივალის პრიზის მფლობელი პირველი აფროამერიკელი რეჟისორი. ფილმი ოპრა უინფრისა და რიზ უიზერსპუნის მონაწილეობით მარტის ბოლოს გამოვა ეკრანებზე.

„ლედი ბერდი“ (Lady Bird) – ახალგაზრდა ქალის კომედიური ისტორია, რომელიც ნიუ-იორკის დაპყრობას ცდილობს, უკვე აღინიშნა „ოქროს გლობუსით“. პრემია მიიღო მთავარი როლის შემსრულებელმა სირშა რონანმაც, ფილმის რეჟისორი გრეტა გერვიგი კი, სამწუხაროდ პრიზის გარეშე დარჩა.

ფერმა „მადბრაუნდი“ (Mudbound) – ახალი ნამუშევრისთვის რეჟისორმა და სცენარისტმა დი რისმა ამჯერად ოჯახის რთული ისტორია აირჩია, რომელიც დიდი ქალაქიდან პროვინციაში გადადის და მრავალრიცხოვან პრობლემებთან ერთად რასიზმისა და მეორე მსოფლიო ომის მძიმე შედეგებისგან ცდილობს თავის დაღწევას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები