LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის საუკეთესო კომპანია და ინვესტორი უკვე ცნობილია – ბიზნესრეიტინგის შედეგები

140

გუშინ, 14 დეკემბერს, თბილისი „გარდენ ჰოლში“, მედია ჰოლდინგ  Georgian Times-ისა  და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-ს ორგანიზებით, 2016 – 2017  წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

რეიტინგის ფარგლებში გამოვლენილი,  2016 – 2017 წლის საქართველოს 30 საუკეთესო კომპანიები არიან:

  1. ავერსი
  2. ბაზის ბანკი
  3. გაა ჰოლდინგი
  4. გალფი
  5. გეოპლანტი
  6. გეოპროდუქტი
  7. გიუაანი
  8. დუგლაძეების ღვინის კომპანია
  9. ენ სი სი
  10. ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი
  11. ვენდისი
  12. ზარაფხანა
  13. კავკასიის ავტოიმპორტი
  14. კულა
  15. ემ ჯი
  16. მტკვარი ენერჯი
  17. ნეოგაზი
  18. ნიკორა სუპერმარკეტი
  19. ნიუთაიმი
  20. ომეგა ჯგუფი
  21. ორბი ბათუმი
  22. პსპ
  23. საქნახშირი
  24. საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
  25. საქართველის ინდუსტრიული ჯგუფი
  26. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
  27. სოკარ ჯორჯია გაზი
  28. ქართული ლუდის კომპანია -ზედაზენი
  29. შუხმან ვაინს ჯორჯია
  30. ჰიუნდაი ავტო საქართველო

აღნიშნული კომპანიებიდან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს,  გრან-პრის მფლობელი გახდა საქრთველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც ტრადიციისამებრ, ღონისძიებაზე კენჭისყრის საფუძველზე, თავად ბიზნესმენებმა დაასახელეს.

ბიზნესრეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელს უკვე მეორედ გაიმართა და კვლავ დაჯილდოვდენენ წლის საუკეთესო ინვესტორები.

წელს საუკეთესო ინვესტორები იყვნენ:

  1. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი
  2. დრიმლენდ ოაზისი
  3. ლისი დეველოპმენტი
  4. ჯეოსთილი
  5. ჯეოპარსი

მათგან საუკეთესო კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა და ჯილდო გადაეცა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს.

ღონისძიებას 35 მედია საშუალება აშუქებდა, რომელებიც, ქართული ბიზნესის მხარდაჭერასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ასევე, გამოვლინდა  ჟურნალისტების სიმპატია (საუკეთესო რესპოდენტი) და  გამარჯვებულად ”შუხმან ვაინს ჯორჯიას” წარმომადგენელი  ნუცა აბრამიშვილი დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ მედია ჰოლდინგი ,,ჯორჯიან თაიმსი”  და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია ,,გორბი”  ბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს.

პოპულალურები