LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძეა: ბუბკა თბილისშია

208

დღეს, 22 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია გაიმართება.

სესიას საპატიოს სტუმრის სტატუსით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, უკრაინის ეოკ-ის პრეზიდენტი სერგეი ბუბკა დაესწრება.

2017 წელს ჩატარებული მუშაობის შესახებ სესიაზე ანგარიშით სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი წარდგება.

სესიაზე ასევე იმსჯელებენ ზამთრის 2018 წლის XXIII ოლიმპიური თამაშებისთვის (პიონჩანგი, სამხრეთ კორეა, 9-25 თებერვალი) საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მზადებისა და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების შესახებ.

ასევე გაიმართება საქართველოს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია. ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები