LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი დასახელდა

247

ჟურნალმა Forbes-ის ინფორმაციით, ამერიკელი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების რეიტინგს ლიდერობს.

12 თვის განმავლობაში 33 წლის მსახიობმა 40,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. „შურისმაძიებლები 4“-ის გადაღების შემდეგ, რომელიც ეკრანებზე 2019 წლიდან გამოვა, მისი შემოსავლები ოთხჯერ გაიზარდა.

მეორე ადგილზე აღმოჩნდა ანჯელინა ჯოლი, რომელმაც „მალეფისენთ 2“-ში შესრულებული როლისთვის 28 მილიონი დოლარი მიიღო. ამ ფილმის პრემიერა 2020 წელს გაიმართება.

ათეულში შევიდნენ ჯენიფერ ლოურენსი, რიზ უიზერსპუნი, ქეით ბლანშეტი, ჯულია რობერტსი და სხვები. საერთო ჯამში პირველი ათეულის მიერ გამომუშავებული თანხის საერთო რაოდენობამ 186 მილიონი დოლარი შეადგინა.

გასული წლის რეიტინგის ლიდერი ემა სტოუნი იყო „ლა-ლა-ლენდ“-ში შესრულებული როლით, რომელმაც მას „ოსკარი” მოუტანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები