LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წმინდა ცეცხლი საქართველოში ჩამოიტანეს

61

იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი საქართველოში მომლოცველებმა, ჩარტერული რეისით ჩამოიტანეს.

თბილისის საერთაშორისო აერპორტში სასულიერო პირებს უამრავი ადამიანი დახვდა შეკრებილი. ცეცხლი მრევლს აერიოპორტშივე გადასცეს.

წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარშიც მიიტანენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.

ცეცხლი ყოველ წელს მაცხოვრის საფლავზე აღდგომის წინა დღეს გადმოდის. წმინდა ცეცხლი საქართველოში პირველად 1995 წელს ჩამოიტანეს.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა და თბილისის დროით, დაახლოებით, 15:18 საათზე საფლავი დაიხურა. მანამდე საფლავის გარშემო იერუსალიმის პატრიარქმა და სასულიერო პირებმა სამჯერ ლიტანიობით შემოიარეს.

ცეცხლი საფლავზე ზუსტად 15:22 საათზე გადმოვიდა.

მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.  იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, წმინდა ცეცხლი ტრადიციულად 33 სანთელით გამოიტანა ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები