LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წნორში დედამ ჩვილი გაგუდა და გადააგდო

58

ორი დღის წინ წნორში ჩვილის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, 27 ოქტომბერს წნორში, ერთ-ერთი ოჯახში ქმარმა ორსული ცოლი სასტიკად სცემა, რის შემდეგაც ორსულს მშობიარობა დაეწყო და სახლში იმშობიარა. ამის შემდეგ დედამ ჩვილი გაგუდა და გადააგდო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვილის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს, თუმცა სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს.

უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიებაა დაწყებული, რომლის ფარგლებშიც ექსპერტიზა ჩატარდება და ჩვილის გარდაცვალების მიზეზი დადგინდება.

ამ დროისთვის საქმეზე არავინ არის დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები