LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წუხელ ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სამსახურში საქართველოს მასშტაბით 437 გამოძახება დაფიქსირდა

45

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ, ღამის განმავლობაში გამოძახებების რაოდენობა გაიზარდა. წუხელ ძლიერი წვიმის გამო საქართველოს მასშტაბით 437, ხოლო თბილისში 401 გამოძახება დაფიქსირდა. გამოძახებები ძირითადად შეეხებოდა ეზოებისა და სადარბაზოების დატბორვის შემთხვევებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულის ან დაღუპულის შესახებ შეტყობინება არ დაფიქსირებულა.

”წუხელ ძლიერი წვიმის გამო საქართველოს მასშტაბით 437 გამოძახებება დაფიქსირდა. რაც შეეხება თბილისს, 401 გამოძახება დაფიქსირდა. ვმუშაობდით საგანგებო რეჟიმში. აბსოლუტურად ყველა დაფიქსირებულ შეტყობინებაზე მოხდა რეაგირება სამაშველო ჯგუფების მიერ. ძირითადად გამოძახებები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს შეეხებოდა. იყო ეზოების, სადარბაზოების დატბორვის შემთხვევები. რეგიონებში იყო სახლების დატბორვის ფაქტები”, – განაცხადეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

პოპულალურები