LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი დაუნის სინდრომის მქონე ყველა ბავშვსა და მათ მშობელს ბოდიშს უხდის

42

იუსტიციის მინისტრი დაუნის სინდრომის მქონე ყველა ბავშვს და მათ მშობელს პირადად უხდის ბოდიშს, ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გოგი თოფაძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, სადაც დეპუტატმა სიტყვა „დაუნი“ სალანძღავ სიტყვად გამოიყენა.

„ვფიქრობ, რომ ეს განცხადება ალბათ უფრო გაუაზრებელი იყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან რაც მოხდა, დაუშვებელია. მე არ მგონია, რომ თუნდაც ბოდიშის მოხდა იყოს პრობლემა. ყველა იმ ბავშვს, რომელსაც საქმე ეხება, ანუ დაუნის სინდრომის მქონეს და მის მშობლებს, მე პირადად ვუხდი ბოდიშს. ყველა ამ ბავშვის უფლება, რომელიც თანასწორია კანონის წინაშე, უნდა იყოს დაცული. ჩვენ ის სამინისტრო და მთავრობა ვართ, რომელიც ბავშვთა უფლებებზე დღენიადაგ ვმუშაობთ, ამიტომ რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები ცალსახად მიუღებელია”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები