LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი ხოშტარიას : მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით

33

პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ელენე ხოშტარიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

ხოშტარიამ წულუკიანს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით დაუსვა, პასუხად კი მიიღო, რომ მინისტრს ეს საქმე არ აინტერესებს. ელენე ხოშტარიამ წულუკიანი სასამართლოს გადაწყვეტილებების ჩარევაში დაადანაშაულა.

„უნდა მიეჩვიოთ ქალბატონო ეკა, ეს ხულიგნობის მხოლოდ დასაწყისია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს გწყინთ ის, რომ ვეღარ აკონტროლებთ საერთო სასამართლოების სისტემას, ეს დიდი ტკივილია თქვენთვის.  მე მესმის, რომ დღეს თქვენ სასამართლოს ვეღარ აკონტროლებთ და ხართ დაზაფრულები. კიდევ ბევრი მიზეზი გაქვთ იყოთ დაზაფრულები და ახლა “ოცნების” მინისტრების კანდიდატებზე თავდასხმით უმტკიცებთ ვიღაცას ოდესაში, რომ ისევ “ნაციონალები” ხართ. ქალბატონო ელენე, ნუ შემაწყვეტინებთ, მე არც ბავშვობაში ძველბიჭობაში არ გეჯიბრებოდით. არც ფეხბურთში არ გეჯიბრებოდით, მე წიგნს ვკითხულობდი. ყოველთვის სხვადასხვა ადგილას ვიყავით და ვართ. მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით. ეს არ არის ჩემი სტილი”, – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, მინისტრმა „მიუსამძიმრა“ ხოშტარიას, რომ მას, როგორც სანდრო გირგვლიანის მეგობარს, ჯდომა უხდება ოთარ კახიძის გვერდით – ადამიანის, რომელიც ვანო მერაბიშვილის ინტერესებს იცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები