LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წურწუმიას ქუჩა სექტემბრამდე გადაიკეტება: იცვლება ტრანსპორტის მარშრუტები

1182

2017 წლის 21 აგვისტოს, 23:00 საათიდან საგზაო სამუშაოების გამო,ა. წურწუმიას ქუჩაზე საავტომობილო მიმოსვლა დროებით ორმხრივად შეიზღუდება.

ქუჩა მიმდინარე წლის 15 სექტემბრის 08:00 საათამდე გადაიკეტება

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ავლაბრის მეტროდან (ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ა. ზურაბიშვილის ქუჩების ) ჯორჯ ბუშის ქუჩამდე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.

ამ პერიოდში დროებით იცვლება N127 მიკროავტობუსის მარშრუტი. N127 ქეთევან წამებულის ქუჩიდან ზურაბაშვილის ქუჩას გუთნისა და თელავის ქუჩების გავლით დაუკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები