LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვა, ტკივილი და შეშუპება – რამდენად საშიშია ტკიპები, რომლებსაც თბილისის სკვერებსა და პარკებში შევხვდებით [ვიდეო]

ზაფხულის დადგომასთან ერთად, დედაქალაქის სკვერებში, ბაღებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქვეწარმავლებთან ერთად, მწერებიც გამოჩნდნენ. მათ შორის – ტკიპები, რომელთა ნაკბენმა შესაძლოა, მწვავე ინფექციური დაავადებებიც კი გამოიწვიოს.

ჯანდაცვის, გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში “ფორტუნას” განუმარტეს, რომ სახელმწიფო უწყებას არ აქვს უფლება, მწერებთან საბრძოლველად შეწამვლითი სამუშაოები განახორციელოს, რადგან, მათი თქმით, ეს პროცესი ფლორას დააზიანებს.

ტკიპის ნაკბენის რამდენიმე “მსხვერპლი” და სახელმწიფოს პასუხი მოქალაქეებს – დეტალებს სიუჟეტში გაეცნობით.

 

თათია კაკიაშვილი