LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვიმა, ქარი, სეტყვა – საქართველოში დღეს და ხვალ უამინდობას ვარაუდობენ

779

დღეს და ხვალ საქართველოში წვიმას და ქარს ელოდებიან. როგორც „ფორტუნას“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის მასშტაბით გაწვიმდება, ელჭექთან ერთად კი, სავარაუდოდ, ქარიც გაძლიერდება.

წვიმა საქართველოში ხვალ დღის მანძილზეც შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ სეტყვაც არის მოსალოდნელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები