LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვიმიანი დღეები გრძელდება – როდიდან გამოიდარებს საქართველოში

115

დღეს საქართველოში გრილი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცალკეულ რაიონში, შესაძლებელია, ძლიერი წვიმა.

დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი.

8 ივლისს დილიდან შედარებით გამოიდარებს, იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

9 ივლისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

10 ივლისს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები