LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვიმის შედეგად სახლი დაიტბორა

70

თბილისში ძლიერი წვიმა და ზოგიერთ რაიონში სეტყვა მოვიდა.  სოციალ ქსელში სეტყვის ამსახველი ვიდეოები და ფოტოები ვრცელდება. როგორც ”ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სეტყვასთან დაკავშირებით რამდენიმე გამოძახება დაფიქსირდა, მათ შორის დუდუბე -ჩუღურეთში, სადაც სახლი დაიტბორა. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. სააგენტოში აცხადებენ, რომ  საგანგაშო მდგომარეობა არც ერთ რაიონში არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები