LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალმომარაგების კომპანია 355 მილიონამდე ღირებულების პროექტებს დაიწყებს

88

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ, გრიგოლ კაციამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ, მოადგილეებმა ირაკლი ურუშაძემ და ზაზა სიხარულიძემ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს, რომელსაც ADB წყალმომარაგების სექტორში აფინანსებს. მათივე ინფორმაციით, ბანკის მხარდაჭერით წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება. დღეის მდგომარეობით, აზიის განვითარების ბანკმა ,,ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის’’ (USIIP) ფარგლებში, ჯამში 500 მილიონი დოლარის დაფინანსება უკვე გამოყო.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყალმომარაგების შვიდი, წყალარინების ოთხი და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენბელობა/რეაბილიტაციის ოთხი პროექტი. სამუშაოების საერთო ღირებულება 720 მილიონ ლარს შეადგენს. 2018-2020 წლებში კომპანია, ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, დამატებით 355 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტების დაწყებას გეგმავს“, -აცხადებენ სამინისტროში.

მინისტრის მოადგილემ და კომპანიის მენეჯმენტმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების იმედი გამოთქვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები