LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოს რაიონში ჩაის პლანტაციებს რეაბილიტაცია უტარდება

99

შპს „რენეგეიდ თი“ პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას ახორციელებს.

შპს „რენეგეიდ თი“ პროგრამაში 2017 წლის ნოემბერში ჩაერთო და 16 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას მოახდენს, სულ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება – 48,000 ლარს შეადგენს, საიდანაც 28,000 ლარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს. აღსანისნავია, რომ აღნიშნული კომპანია ასევე „ქათული ჩაის“ პროგრამის ფარგლებში აპირებს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოახდინოს ტყიბულის რაიონში 15 ჰექტარზე.

ცნობისთვის, პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ჩართულია 31 ბენეფიციარი. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი შეადგენს – 739 ჰექტარს, ხოლო ჯამური ინვესტიცია გახლავთ 1,864,046 ლარი, საიდანაც 1,315,992 ლარი სახელმწიფო თანდაფინანსებაა.

პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები