LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოში, 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

83

წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ბრალდების მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა. ბრალდებულმა ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა განაცხადა, რომ თორნიკე ბაღაშვილის არასრულწლოვნების შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა. მოსამართლემ  პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 23 იანვარს 12 საათზე ჩაინიშნა.

 17 წლის ახალგაზრდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში 2 დეკემბერს მოკლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები