LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა აშენდება

75

იმერეთში ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციის, აგრეთვე ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს განახორციელებს.

საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა (IBRD) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის „მეორე რეგიონალური განვითარების პროექტის“ დამატებითი დაფინანსების მიზნით, ხელი უკვე მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას.

დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, გათვალისწინებულია ვანის მუზეუმის, მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ქალაქ წყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.

 

 

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, მერსი ტემბონის შეფასებით, პროექტის მიზანია, კერძო ინვესტიციების მოზიდვა, სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობის ხელშეწყობა, ადგილობრივი ბიზნესის გამოცოცხლება და რეგიონული ტურისტული მარშრუტების შექმნა.

 

პოპულალურები