LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ნაწლავური ინფექცია შიგელოზი დაუდგინეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ნაწლავური ინფექცია შიგელოზი დაუდგინდათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომელიც სოფელ გეგუთში იმყოფება.

რაც შეეხება ინფექციის გამომწვევ მიზეზს, იმნაძის თქმით, ტარდება შესაბამისი კვლევა და მოწმდება საკვები, რომლითაც საბავშვო ბაღები მომარაგდნენ.

მისი თქმით, ინფექციის გამოწვევა სხვადასხვა პროდუქტს შეეძლო, რომელიც კვლევის შედეგად დაზუსტდება.

სოფელ გეგუთის გარდა, ბავშვების მოწამვლის ფაქტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთ სოფელში დაფიქსირდა. საერთო ჯამში, მოწამვლის დიაგნოზით სხვადასხვა ჰოსპიტალში 26 ბავშვი გადაიყვანეს,

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები